აზერბაიჯანის პროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატ, მიხაილ დელიაგინზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
აზერბაიჯანის პროკურატურის მიხედვით, რუსეთის მოქალაქე მიხაილ დელიაგინის წინააღმდეგ საქმე შემდეგი მუხლების მიხედვით აღიძრა: 101.2 მუხლი – ღია მოწოდებები აგრესიული ომის გაჩაღებისკენ; 214.2.3 მუხლი – ტერორიზმი ცეცხლსასროლი იარაღისა და იარაღად გამოყენებადი საგნების გამოყენებით; 283.2.1 და 283.2.2 მუხლები – ეროვნული, რასობრივი, სოციალური ან რელიგიური სიძულვილისა და მტრობის გაღვივება.
ვიდრე აზერბაიჯანის პროკურატურა დელიაგინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდა მან რამდენიმე რით ადრე Россия-1-ის პირდაპირ ეთერში რუსეთის მთავრობას მოუწოდებდა "დაესაჯა" ბაქო, რომელიც "პასუხისმგებელია მთიან ყარაბაღში სიტუაციის მორიგ გამწვავებაზე". მისი თქმით, საჭირო იყო აზერბაიჯანის ნავთობის ინფრასტრუქტურის დაბომბვა.
26 მარტს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მისმა პრეზიდენტმა, არაიიკ ჰარუტუნიანმა მოაწერა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების ქვედანაყოფებს უპილოტო საფრენი აპარატის, ბაირაქტარი TB-2-ით ოთხი დარტყმა მიაყენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე სომეხი სამხედრო. ერევანმა ბაქო რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი “საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში” დაადანაშაულა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა.
ფაშინიანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლიდერებმა “მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარება” განიხილეს.
2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.